უნიკალური მინერალური წყაროები
ერთ ჯადოსნურ ამბავს მოგიყვებით: თქმულების თანახმად, წყარო ირემს ადევნებულმა მონადირეებმა აღმოაჩინეს, ჟანგით გადაწითლებულ ქვაზე ამოდიოდა და მის გარშემო ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. 3კმ-ში კი მწყემსებმა უჩვეულო რამ აღმოაჩინეს - ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა, მიწა თოვლს არ იკარებდა და წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. ამ ჯადოსნური ადგილის საიდუმლო მიწის სიღრმეში გეოლოგების აღმოჩენილი ცხელი თერმული წყაროები იყო, რომლებიც მე-19 საუკუნეში შეისწავლეს და ქიმიური ანალიზის შემდეგ, ყველა მათგანს უნიკალურობა და სამკურნალო შესაძლებლობები დაუდგინეს.
რა დაავადებებს კურნავს:
01
შარდ-კენჭოვანი დაავადებები
თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მარილოვანი დიათეზი, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით
02
ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები
ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი არაგამწვავებული ფორმით, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით
03
ნივთიერებათა ცვლის მოშლა
შაქრიანი დიაბეტი, მარილოვანი დიათეზი, ართრიტი, ოსტეოქონდროზი
04
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
წყლულოვანი დაავადებები, მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა, კოლიტი
თერმული სპა და ველნესი
]
ჭარბწონიანობა
ცენტრალური ნერვული სისტემა
ძვალსახსროვანი სისტემა
კანის დაავადებები