"რალი" საირმეში
გამოქვეყნებულია
24 ოქტ 2020

სათავგადასავლო რალის მონაწილეები სხვადასვა ქვეყნის წარმომადგენელი ქალები გახლავთ, რომლებმაც 6 დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 1500 კილომეტრიანი გაუვალი და განსხვავებული სირთულის გზა გაიარეს. გარდა ამისა, მათ ჰუმანიტარული მისიაც ჰქონდათ, მონაწილეები რბოლის განმავლობაში სამოსსა და ჰიგიენურ საშუალებებს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ურიგებენ.

საირმე უკვე მეორე წელია გვერდით უდგას ამ საინტერესო პროექტს და წელსაც არ ღალატობს ტრადიციას.