საირმემ World Travel Awards-ის ჯილდო მოიპოვა!
გამოქვეყნებულია
5 ნოე 2020

კურორტისაირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებული გახდა დასაქართველოს წამყვანი კურორტი 2020“-ის ჯილდო მოიპოვა. კონკურსის მონაწილედსაირმეშემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოარჩიეს: უნიკალური ადგილმდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, 60 ჰექტარი მწვანე საფარი, მომსახურების ხარისხი, დიზაინი, სპორტული აქტივობების ნაირსახეობა და სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლები.

კურორტსაირმესთანერთად World Travel Award-ის წლევანდელი გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გახდნენ: booking.com, ავიაკომპანია “Lufthansaსასტუმროთა ქსელი “Hilton” და ტურიზმის სექტორის სხვა წამყვანი ბრენდები.

ეს წარმატება ჩვენი პროფესიონალი გუნდის დიდი ძალისხმევითა და თითოეულ სტუმარზე გულწრფელი ზრუნვის შედეგად მოვიპოვეთ. ყოველწლიურადსაირმესათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ კურორტს, სწორედ მათი მხარდაჭერა გახლდათ ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი.

იცნობდეთსაირმეს“, უკვე ოფიციალურად საქართველოს წამყვან კურორტსა და ტურიზმის ოსკარის ამაყ მფლობელს!