ერთ ჯადოსნურ ამბავს მოგიყვებით: თქმულების თანახმად, წყარო ირემს ადევნებულმა მონადირეებმა აღმოაჩინეს, ჟანგით გადაწითლებულ ქვაზე ამოდიოდა და მის გარშემო ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. 3კმ-ში კი მწყემსებმა უჩვეულო რამ აღმოაჩინეს - ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა, მიწა თოვლს არ იკარებდა და წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში მშრალი იყო. ამ ჯადოსნური ადგილის საიდუმლო მიწის სიღრმეში გეოლოგების აღმოჩენილი ცხელი თერმული წყაროები იყო, რომლებიც მე-19 საუკუნეში შეისწავლეს და ქიმიური ანალიზის შემდეგ, ყველა მათგანს უნიკალურობა და სამკურნალო შესაძლებლობები დაუდგინეს.
რა დაავადებებს კურნავს:
- ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები
- ნივთიერებათა ცვლის მოშლა
- კუჭ-ნაწლავის დაავადებები
- შარდ-კენჭოვანი დაავადებები